"ბავშვები მდინარეზე უფროსებთან ერთად იყვნენ. როგორც ერთ-ერთი გარდაცვლილის მამიდამ თქვა, ისინი წყალში სურათის გადასაღებად შევიდნენ. ტელეფონის ასაღებად უფროსები ნაპირზე დაბრუნდნენ და უკან რომ მიტრიალდნენ ბავშვები უკვე წყალს წაეღო", - უთხრა "რეგინფოს" მზექალა მელუამ.
მისივე ცნობით, მაშველებმა ერთ-ერთი გოგონას ცხედარი იპოვეს. ცუდი ხილვადობის გამო მეორე გოგონას სამძებრო სამუშაოები დროებით შეწყვეტილია.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.