„ცხრა დადასტურებული შემთხევვა არის მოგზაურობა ამ ეპიდაფეთქების ზონაში, ოთხი შემთხევვა დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტია, ერთი შემოტანილი შემთხევაა და ინფიცირებულია სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ერთ შემთხვევაზე გრძელდება ეპიდკვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის თვალსაზრისით“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობა არ გაზრდილა.
„დღის განმავლობაში გამოჩნდება, ალბათ, იმიტომ, რომ კვლევა გრძელდება როგორც მესტიაში, ისე ყაზბეგში. ეს ცოტა ხანგრძლივი პროცესია“, – აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულ პაციენტებს, ბოლო 24 საათში მათი რიცხვი მხოლოდ სამით გაიზარდა. ამ მონაცემების მიხედვით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 216 ინფიცირებული მკურნალობს.
„გუშინ გვყავდა 7 კრიტიკული პაციენტი. ერთის მდგომარეობა გაუმჯობესდა და დღეს განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი. დღევანდელი მდგომარეობით, კრიტიკული პაციენტების რაოდენობა არის 6, ხოლო მძიმე პაციენტებისა – 19. საბედნიეროდ, ამ პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია იმ თვალსაზრისით, რომ მათთან დაავადების პროგრესირება არ შეინიშნება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1321 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1088 უკვე განკურნებულია.
დღეს კარანტინის რეჟიმში 7597 მოქალაქე იმყოფება.