weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კორონავირუსი ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ ქალს დაუდასტურდა

16:15 შაბათი, 15 აგვისტო 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ქობულეთში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა – ვირუსი კაფე „ჰავანაში“ დასაქმებულ, თბილისიდან ჩასულ ქალს დაუდასტურდა.

„ბუნგალოში მომუშავე პერსონალი, ყველა, ვინც კონტაქტში იყო ამ თანამშრომელთან, უკვე მოკვლეულია, გადაყვანილია იზოლაციაში და მათ გამოიკვლევენ“, – განაცხადა პაატა იმნაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოუწოდებს იმ მოქალაქეებს, რომლებიც 9, 10 და 11 აგვისტოს ქობულეთში, კაფე „ჰავანაში“ იმყოფებოდნენ, ნებისმიერი სიმპტომის გამოვლენისთანავე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ 112-ს ან მიმართონ შესაბამის ცხელების ცენტრს.

„ქობულეთი იქნება, მესტია იქნება, დედოფლისწყარო იქნება თუ ზუგდიდი, ყველაგან უნდა დავიცვათ ელემენტარული წესი: ვატაროთ ნიღაბი დახურულ სივრცეში და ღია სივრცეში დისტანციას თუ ვერ ვიცავთ, იქაც გვქონდეს ნიღაბი“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე ინფორმაციით, გუშინდელი დღის მონაცემებით, საქართველოში 300 000-ზე მეტი PCR ტესტია გაკეთებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]