მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ტყიბულთან იყო.
აგვისტოს დასაწყისიდან დღემდე საქართველოში სულ ოთხი მიწისძვრა დაფიქსირდა. 11 აგვისტოს, 35 წუთიანი ინტერვალით, ორი მიწისძვრა მოხდა წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ ფარავანთან. ბიძგების სიმძლავრემ 3.6 და 3.3 მაგნიტუდა შეადგინა, 12 აგვისტოს კი 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა ოკუპირებულ აფხაზეთში, ტყვარჩელთან დაფიქსირდა.