weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

შუახევში ლიბერთი ბანკის თანამშრომელი დააყაჩაღეს და პენსიონერების თანხა წაართვეს

22:44 კვირა, 16 აგვისტო 2020

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანჩხალოში „ლიბერთი ბანკის“ გამსვლელ მოლარე-ოპერატორს, 64 წლის კაცს თავს დაესხნენ, ხეზე მიაბეს, სცემეს და დააყაჩაღეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ 26 და 24 წლის მამაკაცები დააკავა.

გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელები მოლარე-ოპერატორს ფიზიკურად გაუსწორდნენ და ცივი იარაღის მუქარით გასტაცეს პენსიონერებისთვის გადასაცემი თანხა - 7000-მდე ლარი, რის შემდეგაც ავტომობილით შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ბრალდებულები ქედის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ გატაცებული თანხა სრულად ამოიღო. ასევე, ნივთმტკიცებად ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა.

დაშავებული მამაკაცი შუახევის რაიონულ ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ექიმი თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

საქმეზე გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]