weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთში COVID-19 კიდევ ორ ადამიანს დაუდასტურდა

13:27 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

კორონავირუსის დღეს დადასტურებული ხუთი ახალი შემთხვევიდან სამი აჭარაში გამოვლინდა. აქედან ორ ადამიანს კაფე „ჰავანას“ ინფიცირებულ თანამშრომელთან ჰქონდა კონტაქტი, ხოლო ერთს ვირუსი კარანტინში დაუდასტურდა. ისინი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.

საავადმყოფოს დირექტორის, გიორგი კიკაბიძის ინფორმაციით, ორი პაციენტი ახალგაზრდა მამაკაცია.

„მათ კონტაქტი ჰქონდათ ქობულეთის ცნობილ შემთხვევასთან, ჩივილები არ აქვთ და ვირუსი სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, ხოლო ერთი არის კარანტინიდან გადმოყვანილი ქალბატონი. ჩივილებს ისიც არ გამოთქვამს. სამივეს გაკეთებული აქვთ ფილტვების კომპიუტერული ტომოგრაფია და ანთება არ აღენიშნებათ“, – განაცხადა გიორგი კიკაბიძემ.

მისივე თქმით, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, საერთო ჯამში COVID-19-ით ინფიცირებული 26 პაციენტი მკურნალობს.

კაფე „ჰავანას“ თანამშრომელს ვირუსი 15 აგვისტოს დაუდასტურდა, 16 აგვისტოს კი მასთან კონტაქტში მყოფ ორ ადამიანს.

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსის 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, აქედან ორის ინფიცირების წყარო უცნობია. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი ოთხით გაიზარდა. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ ცენტრებში 232 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1341 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 1092 ადამიანი უკვე გამოჯანმრთელებულია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]