გიორგი შალამბერიძესა და ბაია ბერუაშვილს 15 აგვისტოდან ეძებდნენ. ბარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი ბარიდან დილის 5 საათზე გავიდნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოები იმავე დღეს, 21:00 საათიდან დაიწყო, როდესაც ახალგაზრდების გაუჩინარების თაობაზე შეტყობინება მიიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხეს ბარის თანამშრომლები, ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი.