weather cur horoscope tv
მაისი 18, 2024

მტკვარში „ბაუჰაუსის“ მეორე დაკარგული თანამშრომლის ცხედარიც იპოვეს

17:07 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მდინარე მტკვარში ბარ „ბაუჰაუსის“ დაკარგული თანამშრომლის, გიორგი შალამბერიძის ცხედარი იპოვეს. მანამდე მდინარეში ბარის კიდევ ერთი თანამშრომლის, ბაია ბერუაშვილის ცხედარი ნახეს.

გიორგი შალამბერიძესა და ბაია ბერუაშვილს 15 აგვისტოდან ეძებდნენ. ბარის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, ისინი ბარიდან დილის 5 საათზე გავიდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, სამძებრო სამუშაოები იმავე დღეს, 21:00 საათიდან დაიწყო, როდესაც ახალგაზრდების გაუჩინარების თაობაზე შეტყობინება მიიღეს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. შსს-ს ცნობით, ჩატარდა სხვადასხვა სახის საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის გამოკითხეს ბარის თანამშრომლები, ახალგაზრდების ოჯახის წევრები, მეგობრები და საქმესთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირები.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ახალგაზრდების სიკვდილის მიზეზი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]