weather cur horoscope tv
ნოემბერი 23, 2024

ლენჯერში გზა გადაკეტეს და ბლოკ-პოსტების გაუქმება მოითხოვეს

19:15 ორშაბათი, 17 აგვისტო 2020

მესტიის მუნიციპალიტეტში, ლენჯერის მცხოვრებლებმა დღეს გზა გადაკეტეს და კორონავირუსის პანდემიის გამო გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვების მოსხნა მოითხოვეს. უკვე შვიდი დღეა, რაც 204 ოჯახი საკარანტინო შეზღუდვების პირობებში ცხოვრობს.

„აქ არ არის არც აფთიაქი, არც მაღაზია. საკვები არ დარჩა ხალხს. სხვადასხვა სოფლების მცხოვრებლები, ვინც, მაგალითად ბანკსა და საავადმყოფოში მუშაობენ, მესტიაში უპრობლემოდ შედიან. ვერ ვიგებთ – ზოგს გადააქვს ვირუსი და ზოგს არა?

ახლოვდება ზამთარი, რომლისთვისაც მინიმუმ ორი თვით ადრე ვემზადებით - უნდა მოვიმარაგოთ შეშა, ფქვილი, თივა. ფქვილით მომარაგება მესტიის ცენტრში იმდენად არ ჭირს, რამდენადაც უშგულში, ზედა სოფლებში. ხალხი სათიბში ვერ გადის იმიტომ, რომ ჩაკეტილები ვყევართ. ვინ მოგვიტანს ან თივას ან წამალს ან ფქვილს და ყველაფერს იმას, რაც გვჭირდება იმისთვის, რომ გამოვიზამთროთ და ცოცხლები დავრჩეთ. ამაზე ვითხოვთ პასუხს“, –  ამბობს „რეგინფოსთან“ მესტიის მკვიდრი ანა ჩართოლანი, რომელიც დღევანდელ აქციაზე იმყოფებოდა.

მისივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეებმა გზა გადაუკეტეს იმ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებსაც მესტიის მუნიციპალიტეტში არსებული საკარანტინო სივრცეებიდან მოქალაქეები სხვა რაიონებში გადაჰყავთ.

„მესტიაში გამომწყვდეულმა მოქალაქეებმა გუშინ და გუშინწინ ბუნტი მოაწყეს, ჩიოდნენ, რომ არ აქვთ ცხელი წყალი, საკმარისი საკვები, პირსახოცები და ძალიან ბევრმა გამოთქვა სურვილი, რომ სხვადასხვა ქალაქებში გადავიდნენ და იქ მოიხადონ კარანტინი. ბევრი ავტომანქანა გავიდა გუშინაც და დღესაც“, – ამბობს ანა ჩართოლანი.

აქციაზე ინციდენტი მოხდა მესტიის მერსა და ადგილობრივებს შორის. კაპიტონ ჟორჟოლიანი ერთ-ერთ მოქალაქეს, რომელიც ვიდეოს იღებდა, ფიზიკურად შეეხო და გადაღებისთვის ხელის შეშლა სცადა. მან ლენჯერი მალევე დატოვა, თუმცა როგორც „რეგინფოსთან“ ამბობს, მოგვიანებით დაბრუნდა და ადგილობრივების ნაწილთან შეთანხმებას მიაღწია.

„ლენჯერის მოსახლეობა ითხოვს საშემოდგომო სამუშაოების (თიბვა, თივის მოტანა) ჩატარებას. ასეთ რამეს გავაკეთებთ – ადგილობრივები სათიბებამდე ყველა წესის დაცვით გადაადგილებას შეძლებენ. მათ ორი ბლოკ-პოსტი უნდა გაიარონ. ტრანსპორტს თავად გამოყოფენ და საწვავით ჩვენ უზრუნველვყოფთ.

რაც შეეხება წამლებს და მედიკამენტებს, ამაზე მუშაობა გაგრძელდება. დღეს სოფლებში ფქვილი, „წითელი ჯვრის“ მიერ მოწოდებული სურსათი და ჰიგიენური საშუალებები შევიდა. ამიტომ ისე არ არის, რომ მოსახლეობას პროდუქტი უჭირდეს. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელსაც ამ ყველაფრის მოწყობა სხვა მიზნებისთვის უნდა. მოსახლეობა თავადაც მიხვდა, რომ ჯობია ცოტა ხანი გავჩერდეთ, მოვითმინოთ და მერე ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ცხოვრება. არ შეიძლება პანდემიას გავრცელების საშუალება მივცეთ, მაქსიმალურად ფიქრობს ქვეყანა იმაზე, რომ ადამიანებამდე, რომლებსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვთ, ვირუსი არ მივიდეს. მათ უნდა გავუფრთხილდეთ“, –  აცხადებს მესტიის მერი.

კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსი 33 ადამიანს დაუდასტურდა.

მესტიის მცხოვრებლები ხვალ, 12:00 საათზე მერიასთან აქციას აანონსებენ. ანა ჩართოლანის თქმით, აქციის მონაწილეები ბანკების წინაშე არსებული სასესხო ვალდებულებების შეჩერებას მოითხოვენ.

 

ამ თემაზე:

მესტიის მუნიციპალიტეტი ჩაიკეტა – რა შეზღუდვები წესდება COVID-19-ის გამო

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]