weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან ერთი ლენჯერს, ერთი კი ქობულეთს უკავშირდება

12:17 სამშაბათი, 18 აგვისტო 2020

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ათი ახალი კოვიდ-ინფიცირებულიდან ორის ინფიცირების წყარო ამ დროისთვის უცნობია. ეზუგბაიას თქმით, ერთი პაციენტის ინფიცირება მესტიის მუნიციპალიტეტს, ლენჯერის თემს უკავშირდება, ხოლო ერთის – ქობულეთში მდებარე კაფე „ჰავანას“.

„ოთხი შემთხვევა შემოტანილია, საიდანაც ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლია. ერთი ინფიცირებული კი სამედიცინო პერსონალია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

მისივე თქმით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 236 ინფიცირებული მკურნალობს, საიდანაც ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 6 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]