weather cur horoscope tv
ივლისი 06, 2022

3 აგვისტოს შემდეგ კორონავირუსის 182 შემთხვევა დადასტურდა – ეზუგბაია

11:33 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ჯამში, 182-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების – 139.

მისივე თქმით, დღეს დადასტურებული ათი ახალი შემთხვევიდან სამის წყარო უცნობია, ერთი შემთხვევა მესტიის მუნიციპალიტეტში, ლენჯერში დადასტურდა, ოთხი შემთხვევის წყარო ინფიცირებულთან კონტაქტია, ხოლო ორი შემთხვევა შემოტანილია.

„დღეს გამოჯანმრთელებულები არ გვყავს. კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 246 დადასტურებული პაციენტი. აქედან ხუთის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა, ხოლო 22 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა. დანარჩენი ინფიცირებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, მცირე ნაწილი კი მსუბუქი და უსიმპტომოა“, – განაცხადა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 1361 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 1098 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 235 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 302.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]