weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების პერსონალის ტესტირება სავალდებულო იქნება

13:10 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

კორონავირუსზე ინტენსიურ ტესტირებას საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მოქმედი კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალიც დაექვემდებარება. ეს გადაწყვეტილება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა განაცხადა, რომ ინტენსიური ტესტირება ვირუსის პრევენციას შეუწყობს ხელს.

„საქართველოს ტურისტულ რეგიონებში მომატებულია ტურისტების რაოდენობა და ეს განსაკუთრებით ზღვისპირა კურორტებს ეხება. შესაბამისად, უწყებათაშორის საბჭოზე მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ იმ მიზნობრივ ჯგუფებს დაემატოს იმ პირთა წრე, რომელთაც ტურისტებთან აქვთ შეხება. ასეთ წრეს განეკუთვნებიან კაფე-ბარების, კლუბების და სასტუმროების მომსახურე პერსონალი, რომლებიც დაექვემდებარებიან ინტენსიურ ტესტირებას“, – აღნიშნა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.

მისივე თქმით, ყველა რეგიონში ვითარება კონტროლს ექვემდებარება.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც სამის წყარო უცნობია. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი აგვისტოდან დღემდე კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა, ჯამში, 182-ია, ხოლო გამოჯანმრთელებულების – 139.

 

ამ თემაზე:

ზემო სვანეთში ყველა სოფელი, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]