"აჭარის ტელევიზიასთან" საუბარში მოკლულის მამა, გივი ზოიძე ამბობს, რომ მისი შვილი თავდამსხმელს იცნობდა და მასთან შესახვედრად წავიდა. მასთან ერთად მათი ნათესავიც იყო. შეხვედრაზე სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. გივი ზოიძის თქმით, ნათესავმა გაქცევა მოასწრო, მის შვილს კი ტყვია ზურგში მოხვდა. ის საავადმყოფოში გადაყვანამდე გარდაიცვალა.
შინგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი ჯერჯერობით არ დაუკავებიათ.