weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ეპიდემიოლოგიური კუთხით 4 საყურადღებო წერტილია – გამყრელიძე

14:01 ოთხშაბათი, 19 აგვისტო 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ამ დროისთვის საქართველოში ეპიდემიოლოგიური კუთხით საყურადრებოა ოთხი წერტილი მესტია, ყაზბეგი, ქობულეთი და გარდაბანი-ყარაჯალარი.

გამყრელიძის თქმით, ეპიდემიოლოგებმა მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 3509 ადამიანი გამოიკვლიეს, ხოლო მუნიციპალიტეტის გარეთ – 1246.

„1246-ში შედიან პირები, რომლებსაც აგვისტოს ბოლო ორი კვირის განმავლობაში მესტიაში მოგზაურობის ისტორია ჰქონდათ. გვაქვს 49 დადებითი შემთხვევა. 29 თავად მესტიის მუნიციპალიტეტში დადასტურდა და 20 კონტაქტების კვლევისას.

ცხელ წერტილად და ჩაკეტილად რჩება ლენჯერი, თუმცა 12 დღე სრულდება კარანტინის დაწესებიდან და დღეს მასიურად იქნება გატესტილი დაახლოებით 700 ადამიანი, ვინც კარანტინში და თვითიზოლაციაში იმყოფება, თანდათან დაიწყება შემსუბუქების პოლიტიკა. კარგია, რომ თვითონ მესტიის მუნიციპალიტეტში, ადგილზე ტესტირებისას, ბოლო ოთხი დღის განმამვლობაში ახალი შემთხვევა აღარ დაფიქსირებულა. ასევე, კარგია, რომ მოსახლეობამ დამყოლობა გამოიჩინა და ვისაც მოგზაურობის ისტორია ჰქონდა, დაახლოებით 1246-მა ადამიანმა თბილისში და სხვა ქალაქებში, მიმართა სამედიცინო ცენტრებს და ჩაიტარა ნებაყოფლობითი ტესტირება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში ინფიცირების 14 შემთხვევა იყო და ეს მაჩვენებელი არ გაზრდილა.

„ოთხი ადამიანი დაკავშირებულია სასაზღვრო პოლიციასთან და შემდგომ მათი ოჯახის კონტაქტებია ორ სოფელში – გარბანსა და არშაში, ასევე დაბა სტეფანწმინდაში. იქ ხუთი ოჯახი რჩება თვითიზოლაციაში.

საყურადღებო წერტილი გაჩნდა ქობულეთთან, კაფე „ჰავანასთან“ დაკავშირებული, აქედან ორი უშუალოდ თანამშრომელია. სულ არის ხუთი ინფიცირებული. დღეს გვაქვს ქობულეთის ერთი შემთხვევა, მაგრამ ის ამ კლასტერთან არ არის დაკავშირებული. კლუბი ამ მომენტისთვის დაკეტილია. დღეს საკოორდინაციო საბჭოზე განხილული იქნა ქობულეთში და აჭარის რეგიონში ტესტირების გაფართოება პრევენციული მიზნით. გარკვეულ საყურადღებო ადგილად რჩება ისევ გარდაბანი-ყარაჯალარი. საკარანტინო ღონისძიებების მოხსნის მიუხედავად, იქ გრძელდება ტესტირება, თუმცა არ არის ისეთი დამყოლობა, როგორიც გვინდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისივე თქმით, ხვალიდან აჭარაში კაფე-ბარების და ბუნგალოების თანამშრომლების ტესტირება დაიწყება. გარდა ამისა, შესაძლოა ბათუმის ბულვარში ორი კარავი დაიდგას, სადაც მოქალაქეებს ტესტის ნებაყოფლობით ჩატარების შესაძლებლობა ექნებათ.

 

ამ თემაზე:

ზემო სვანეთში ყველა სოფელი, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, 21 აგვისტოდან გაიხსნება

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]