weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

200-ლარიანი დახმარების მისაღებად ფასიანი მომსახურების შეთავაზება კრიმინალია – ბარკალაია

09:43 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას განცხადებით, რიგი ფიზიკური პირები და გარკვეული პოლიტიკური პარტიები ბავშვებისთვის 200-ლარიანი სახელმწიფო დახმარების პროგრამას საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ.

„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.

მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობენ.

„ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.

წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყო და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, შეუძლია, მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უფასოდ დაეხმარებიან.

 

ამ თემაზე:

ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ინსტრუქცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]