„ჩვენამდე მოვიდა ძალიან ცუდი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ არსებობენ ფიზიკური პირები, რომლებიც მოქალაქეებს ონლაინრეგისტრაციაზე ფასიან მომსახურებას სთავაზობენ. მინდა გავაფრთხილო თითოეული მათგანი, რომ ეს არის კრიმინალი და შესაბამისი რეაგირება მოხდება ჩვენამდე მოსულ ყველა ასეთ ფაქტზე. ეს არის უფასო მომსახურება, რომელსაც ბავშვიანი ოჯახები მიიღებენ მთავრობისგან“, – განაცხადა თამარ ბარკალაიამ.
მისივე თქმით, გარკვეული პოლიტიკური პარტიები ამ პროცესის პოლიტიზებას ცდილობენ.
„ეს არის სახელმწიფოს მიერ ბავშვიანი ოჯახებისთვის შეთავაზებული დახმარება და ნამდვილად არ გვაქვს სურვილი, რომ ამ პროცესის პოლიტიზირება მოახდინოს ნებისმიერმა ძალამ“, – აღნიშნავს ბარკალაია.
წლის ჩათვლით ბავშვებისთვის, 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია 15 აგვისტოდან დაიწყო და პირველ დეკემბრამდე გაგრძელდება. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სპეციალურ ელექტრონულ პორტალზე http://daxmareba.moh.gov.ge/, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქე პორტალზე რეგისტრაციის გავლას ვერ ახერხებს, არ აქვს წვდომა ინტერნეტთან ან კომპიუტერთან, შეუძლია, მიმართოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ნებისმიერ ტერიტორიულ ერთეულს, ადგილობრივ თვითმმართველობებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს იუსტიციის სახლებს და საზოგადოებრივ ცენტრებს, ან „ლიბერთი ბანკის“ ფილიალებს. ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, მათ უფასოდ დაეხმარებიან.
ამ თემაზე:
ბავშვებისთვის 200-ლარიანი დახმარების მისაღებად რეგისტრაცია დაიწყო – ინსტრუქცია