weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა

10:05 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

თბილისში, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დასრულდა. თბილისის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, დაახლოებით, 2 000 კვ.მ ფართობზე, მოხდა ძველი, ამორტიზებული ფილების დემონტაჟი და შენარჩუნდა ის ფილები, რომელზეც 1989 წლის 9 აპრილს, მშვიდობიანი მომიტინგეების სისხლი დაიღვარა. რესტავრაცია ჩაუტარდა 9 აპრილის მემორიალს.

გარდა ამისა, შეიცვალა წყალგაყვანილობა, მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მოეწყო რკინა-ბეტონის არმირებული ფილა და ჰიდროიზოლაციის ფენა, პერიმეტრი კაბელარხებით დაიქსელა და ტერიტორია მოპირკეთდა ბუნებრივი ქვის ფილებით, ფილებს შორის დამონტაჟდა დეკორატიული სანათი, განხორციელდა გაუქმებული თბოქსელის დემონტაჟი, რომელიც ათეული წლებია აღარ ფუნქციონირებდა, დამონტაჟდა დეკორატიული განათება და განთავსდა სკამები, დაირგო 2000-მდე ნერგი, მათ შორის: ლოროპეტალუმი, მარადმწვანე ძახველი, ოლეანდრა, ფიტოსფორუმი, ბზა, როზმარინი, ვაციწვერა, ჭრელფოთოლა ლუგუსტრუმი, კვიდო. თარგებში მოეწყო წვეთოვანი სარწყავი სისტემა, განახლდა ტერიტორიაზე არსებული შადრევანი, გამოიცვალა აუზის განათება, განახლდა ელექტროსისტემა და შადრევნის წინა ფასადი, აუზის იატაკზე გაკეთდა მოზაიკა, მოეწყო ახალი გარეგანათების ქსელი.

პარლამენტის წინ არსებული ტერიტორიის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის იანვარში, საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]