weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

9 ახალ ინფიცირებულს შორის აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამედიცინო პერსონალიც არის

12:59 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 10 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ოთხი პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერს უკავშირდება, ხოლო სამი შემთხვევა შემოტანილია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ინფიცირებულებს შორის ერთი პაციენტი აფხაზეთიდან გადმოყვანილი სამედიცინო პერსონალია. უცნობია მეცხრე პაციენტის ინფიცირების წყარო.

„დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 245 პაციენტი, აქედან ექვსის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა და ისინი რანიმაციულ განყოფილებებში მკურნალობენ. მძიმეა 22 პაციენტის მდგომარეობა“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

ვებ-გვერდ Stopcov.ge-ის მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1370 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1108 გამოჯანმრთელებულია. გამოჯანმრთელებული პაციენტების პროცენტული მაჩვენებელი 81%-ს შეადგენს.

ქვეყანაში კორონავირუსის შედეგად 17 ადამიანი გარდაიცვალა.

 

ამ თემაზე:

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 19 ახალი შემთხვევა დადასტურდა

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]