weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარის შვილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს

14:00 ხუთშაბათი, 20 აგვისტო 2020

ბათუმის პოლიციის თანამშრომლებმა ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს 19 წლის ვ.ტ., რომელიც ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ბესიკ ტაბიძის შვილია. ეს ინფორმაცია „რეგინფოს“ დაკავებულის დედამ დაუდასტურა. მისი თქმით, არ იცის, აღიარებს თუ არა ბრალს დაკავებული.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიებით დადგინდა, რომ 19 აგვისტოს, ბრალდებული ბათუმში მდებარე ერთ-ერთ სავალუტო ჯიხურს ყაჩაღურად თავს დაესხა, ამავე სავალუტო ჯიხურის მფლობელს, ბლაგვი საგნის გამოყენებით დაზიანება მიაყენა, თუმცა თანხის წაღებას ვერ შეძლო, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული სასჯელის სახით 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]