weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მესტიის ყველა დასახლებაში, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა

10:48 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

მესტიის მუნიციპალიტეტის ყველა სოფელსა და დასახლებაში, გარდა დაბა მესტიისა და ლენჯერისა, დღეიდან საკარანტინო შეზღუდვები მოიხსნა. მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჯოლიანის განცხადებით, მოქალაქეებს, რომლებიც დაბა მესტიასა და ლენჯერში არ იმყოფებიან, ზემო სვანეთიდან გამოსვლა შეუძლიათ.

მეტიის მერმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ საკარანტინო სივრცეებში 10 აგვისტოს გადაყვანილ მოქალაქეებს კორონავირუსზე ტესტს დღეს ჩაუტარებენ და უარყოფითი პასუხის შემთხვევაში, ხვალიდან საკარანტონო ზონას დატოვებენ.

„იმ შემთხვევაში, თუ მათ არ აქვთ საკუთარი ტრანსპორტი, მათ გადაადგილებას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია უზრუნველყოფს“, – აღნიშნა ჟორჯოლიანმა.

მისივე თქმით, მესტიის მუნიციპალიტეტში სულ 3509 „პისიარ“ ტესტი ჩატარდა, რის შედეგადაც ინფიცირების შემთხვევები მხოლოდ დაბა მესტიასა და ლენჯერში გამოვლინდა. ამასთან, ბოლო შემთხვევა 4 დღის წინ დადასტურდა.

მესტიის მუნიციპალიტეტი 10 აგვისტოს, COVID-19-ით ინფიცირების 16 შემთხვევის დადასტურების შემდეგ, ჩაიკეტა. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო შესვლა-გამოსვლა, დაბა მესტიისა და ლენჯერის გარდა, შეზრუდული იყო ბეჩოს, ეცერის, იდლიანის, იფარის, კალას, ლატალის, ლახამულის, მულახის, ნაკრას, უშგულის, ფარის, ცხუმარის, წვირმის, ჭუბერის და ხაიშის ადმინისტრაციულ ერთეულებში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]