weather cur horoscope tv
დეკემბერი 24, 2024

საქართველოში COVID-19–ის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა

11:29 პარასკევი, 21 აგვისტო 2020

ბოლო დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგაბიას ინფორმაციით, ოთხი დადასტურებული შემთხვევის წყარო ლენჯერია, ხოლო ექვსი ახალი პაციენტი ინფიცირებულებთან კონტაქტის შედეგად დაავადდა.

ეზუგბაიას ინფორმაციით, სამი შემთხვევა იმპორტირებულია, დარჩენილი ორი ადამიანის ინფიცირების წყარო კი უცნობია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი ოცით გაიზარდა: იყო 1108 და დღეს გვყავს 1128. გამოჯანმრთელებულთა პროცენტული რაოდენობა, ჯერჯერობით, კვლავ 81%-ია. დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში მკურნალობს 240 დადასტურებული შემთხვევა. კვლავ რჩება კრიტიკულად მძიმე 6 პაციენტი, რომლებიც რეანიმაციულ განყოფილებაში განაგრძობენ მკურნალობას. მძიმე პაციენტების რაოდენობაა 23, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისა და საშუალოზე მსუბუქია“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

საერთო ჯამში, პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1385 შემთხვევა დადასტურდა. აქედან 17 პაციენტი გარდაიცვალა.

დღევანდელი მონაცემებით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6903 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]