შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებული თბილისში, ერთ-ერთ ოჯახში ძიძად მუშაობდა, სადაც ორ სხვა ძიძასთან ერთად, ხუთ მცირეწლოვანს უვლიდა.
„ლ.ლ. ინტენსიურად, ფიზიკურად ძალადობდა ორი წლის ბავშვზე, რომლის ამსახველი ვიდეომასალაც ძიძებმა - შ.დ.-მ და ი.ბ.-მ სამართალდამცველებს მიაწოდეს. ლ.ლ. დაუყოვნებლივ დააკავეს“, – ნათქვამია შინაგან საქმინისტროს განცხადებაში.
საქმეზე გამოძიება არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობის ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მათივე ინფორმაციით, დანაშაული ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.