weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

COVID-19-ით ინფიცირებულთა რიცხვი 17-ით გაიზარდა

12:16 კვირა, 23 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც 11 მესტიის მუნიციპალიტეტს უკავშირდება.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, 17-ვე პაციენტის ინფიცირების წყარო ცნობილია.

„11 უკავშირდება მესტიის მუნიციპალიტეტს და ლენჯერის კლასტერს, მაგრამ 11-დან ადგილზე მხოლოდ შვიდია დადგენილი, დანარჩენი სვანეთს გარეთ კონტაქტებია. ერთი ადრე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტია, დანარაჩენი ხუთი არის იმპორტრირებული შემთხვევა. იმპორტირებულებიდან სამი სატვირთო ავტომობილის მძღოლია“, – განაცხადა გამყრელიძემ.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში 7005 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255.

მთავრობის სპეციალური ვებ-გვერდის, Stopcov.ge-ის მონაცმებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით 1411 ადამიანი დაინფიცირდა, საიდანაც 1132 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]