weather cur horoscope tv
ნოემბერი 25, 2024

შატილის გზაზე ავარიის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, 3 მძიმედ დაშავდა

22:44 კვირა, 23 აგვისტო 2020

ხევსურეთში, შატილის გზაზე, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. დაშავებულები მაშველებმა უსაფრთხო ადგილზე ამოიყვანეს, რის შემდეგაც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

რთული რელიეფური და მეტეოროლოგიური პირობების მიუხედავად, სამაშველო და ძებნითი სამუშაოები ამ დრომდე უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

ადგილზე იმყოფებიან საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟები, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა ჯგუფები და სამაშველო ტექნიკა. მობილიზებულები არიან სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებიც.

ავტოსაგზაო შემთხვევა დუშეთის მუნიციპალიტეტში, დღეს, საღამოს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი, დაახლოებით, 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შატილის ტური ერთ-ერთი კომპანიის მიერ იყო ორგანიზებული. ტურის მონაწილეები თბილისიდან, ველოსიპედის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიიდან დღეს, დილის 5 საათზე გავიდნენ და შატილიდან უკან გვიან საღამოს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ავტოსაგზაო შემთხვევამდე მიკროავტობუსის მგზავრები თაფლის შესაძენად სოფელ ბისოში გაჩერდნენ. წინასწარი ინფორმაციით, ავტომობილი მაღალი სიჩქარით მოძრაობდა და ბისოდან ბარისახოსკენ მომავალ გზაზე, მოსახვევში, პირდაპირ ხევშია გადავარდნილი.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]