weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ექვს თვეში საქართველოში 2270 ავტოავარია მოხდა, დაიღუპა 203 ადამიანი

10:52 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

2020 წლის იანვრიდან ივნისის ჩათვლით პერიოდში საქართველოში 2270 საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც 203 ადამიანი გარდაიცვალა, 2982 კი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, პირველ და მეორე კვარტალში მომხდარ საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევებს, საერთო ჯამში, 50 ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა, 579 ქვეითად მოსიარულე კი დაშავდა.

საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების რაოდენობა (სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლი) რეგიონული დანაყოფების მიხედვით ასეთია:

თბილისი – 1101

აჭარა – 207

სამეგრელო-ზემო სვანეთი – 107

იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 268

შიდა ქართლი – 152

ქვემო ქართლი – 166

კახეთი – 141

სამცხე-ჯავახეთი – 50

მცხეთა – 59

გურია – 42

სტატისტიკის თანახმად, პირველი ექვსი თვის განმავლობაში საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების გამომწვევი ყველაზე ხშირი სავარაუდო მიზეზი იყო:

შემხვედრი მოძრაობის ზოლში გადასვლის ან გასწრების წესების დარღვევა - 168 შემთხვევა. დაიღუპა 23 და დაშავდა 299 ადამიანი.

მოძრაობის დადგენილი სიჩქარის გადაჭარბება – 117 შემთხვევა. დაიღუპა 22 და დაშავდა 148 ადამიანი.

ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში სატრანსპორტო საშუალების მართვა – 79 შემთხვევა. დაიღუპა 8 და დაშავდა 128 ადამიანი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]