weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ექიმის განცხადებით, შატილის გზაზე დაშავებულებს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები აქვთ

12:12 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, შატილის გზაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული სამივე ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. ამ დროისთვის ორ პაციენტს ოპერაცია უტარდება, ერთი კი რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.

„ორის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა, აღინიშნა უარყოფითი დინამიკა, განვითარდა შინაგანი სისხლდენა და პაციენტები სასწარო წესით შევიყვანეთ საოპერაციო ბლოკში, მიმდინარეობს ოპერაცია. მესამე ქალის მდგომარეობა შედარებით სტაბილურია. ამ ეტაპზე, სამივე მათგანთან არის სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები. მათი მდგომარეობა ფასდება, როგორც კრიტიკული, ვინაიდან კლინიკურად სახეზეა პოლიტრავმის შედეგად გამოწვეული ყველა გართულება“, – განაცხადა ჟურნალისტებთან ლევან რატიანმა.

მისივე თქმით, პაციენტების ჯანმრთელობის „მდგომარეობის პრესპექტივაზე, ამ ეტაპზე, ლაპარაკი ზედმეტია“.

ლევან რატიანის ინფორმაციით, პაციენტების საშუალო ასაკი 25 წელია.

გუშინ, 23 აგვისტოს, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის 64-ე კილომეტრზე, სოფელ ბისოსთან, სამგზავრო მიკროავტუბუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან კლდოვან ფერდობზე გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 3 მძიმედ დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]