weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა

12:50 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსით ინფიცირების ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხუთი პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, ორი პაციენტის ინფიცირების წყარო მესტიის მუნიციპალიტეტი, კერძოდ ლენჯერის თემია, კიდევ ორი პაციენტი COVID-19-ით ინფიცრიებულთან კონტაქტით დაავადდა.

მარინა ეზუგბაიას ინფორმაციით, ათი ახალი შემთხვევიდან ხუთი იმპორტირებულია, მათ შორის, ერთ-ერთი დაავადებული სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. ერთი ახლად დადასტურებული შემთხვევის წყარო ჯერჯერობით უცნობია.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ინფორმაციით, დღეს კოვიდ-ცენტრებში 267 პაციენტი მკურნალობს, რომელთაგან 5-ის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია, 24 კი მძიმე პაციენტია. ისინი მკურნალობას რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში გადიან.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 1421 ადამიანი დაავადდა, მათგან 1137 უკვე გამოჯანმრთელებულია. COVID-19-ის შედეგად გარდაიცვალა 17 პაციენტი. დღევანდელი მონაცემებით, გამოჯანმრთელებულების პროცენტული მაჩვენებელი 80%-ია, ხოლო ლეტალობა - 1.20%.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]