weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ნინოწმინდაში მომთაბარე მწყემსებთან მომხდარი ჩხუბის შემდეგ 11 ადამიანი დააკავეს

14:34 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020
სათემო რადიო ნორის ფოტო სათემო რადიო ნორის ფოტო

ნინოწმინდაში, საზაფხულო საძოვარზე, ადგილობრივებსა და ჩასულ მომთაბარე მწყემსებს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც პოლიციამ 11 ადამიანი დააკავა. ადგილობრივი სათემო რადიო „ნორის“ ინფორმაციით, სოფელ თორიას მცხოვრებლები დილიდან პოლიციის შენობასთან აქციას მართავენ და დაკავებულების გათავისუფლებას ითხოვენ.

სოფელ კათნატუს ტერიტორიაზე, საზაფხულო საძოვარზე, თორიას მცხოვრებლებსა და ჩასულ მომთაბარე მწყემსებს შორის კონფლიქტი, რომელიც მოგვიანებით ჩხუბში გადაიზარდა, გუშინ, 23 აგვისტოს მოხდა. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერმა ანივარდ მოსონიანმა „რეგინფოსთან“ განაცხადა, რომ ადგილობრივებს კონფლიქტი საძოვრის გამო თუშ მწყემსებთან მოუვიდათ. არსებული ინფორმაციით, ჩხუბის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ სამართალდამცველებმა კონფლიქტის ორივე მხარის წარმომადგენლები ღამით დააკავეს. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 225 მუხლებით დაიწყო, რაც ძალადობას და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]