weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სასამართლომ შაქარაშვილის საქმეზე 11 ბრალდებული პატიმრობაში დატოვა

18:29 ორშაბათი, 24 აგვისტო 2020

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის საკითხზე იმსჯელა და 11-ვე ახალგაზრდა წინასწარ პატიმრობაში დატოვა. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ეკატერინე კულულაშვილმა არ დააკმაყოფილა ადვოკატების შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარემ მოსამართლის აცილებაც მოითხოვა. ერთ-ერთი ადვოკატის, ვასილ მამულაშვილის თქმით, ამის საფუძველს მოსამართლის ობიექტურობასთან და მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით გაჩენილი ეჭვები იძლეოდა.

საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა, აცილების შუამდგომლობა დაუსაბუთებელი იყო.

„ფაქტობრივად, ყველა მოსამართლის წინაშე დაცვის წარმომადგენელი აყენებს აცილების შუამდგომლობას. ყველა პროცესზე მოვისმინეთ ჩვენ ასეთი შუამდგომლობები, თუმცა არც ერთი არ იყო დასაბუთებული კონკრეტული არგუმენტებით“, - განაცხადა ყაზარაშვილმა.

პროკურორის განმარტებით, ბრალდებულების თბილისიდან მცხეთაში გადაყვანა სასამართლოს გადატვირთულობის გამო გახდა საჭირო.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი სამაშველო-სამძებრო ღონისძიებების შემდეგ მდინარე არაგვში იპოვეს. საქმეზე 17 ახალგაზრდა დააკავეს, მათ შორის 6 არასრულწლოვანი. თავდაპირველად მათ ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც გულისხმობს ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ამავე ძალადობაში მონაწილეობას და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთას.

10 ივლისს გენერალურმა პროკურატურამ ექსპერტიზის დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით. ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ შაქარაშვილის საქმის უკვე არსებულ კვალიფიკაციას დამამძიმებელ გარემოებებში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მკვლელობის კვალიფიკაცია დაემატა.

11 აგვისტოს, პროკურატურამ შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ ხუთ პირს ბრალი დაუმძიმა და მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დამამძიბებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ჯგუფურად განზრახ მკვლელობის საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]