weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

დღეს საქართველოში გლოვის დღეა

10:14 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო საქართველოში გლოვის დღეა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სახელმწიფო დროშა დაშვებულია ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე.

გლოვის დღესთან დაკავშირებით ევროკავშირის დროშა დაუშვა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ.

„ევროკავშირის დროშა დაშვებულია, რადგან კვირას შატილის გზაზე ტრაგიკულად დაღუპულებს ვგლოვობთ. ვუსამძიმრებთ მათ ოჯახებსა და მეგობრებს და სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ დაზარალებულებს“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგენლობის განცხადებაში.

23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას. გარდაცვლილთა ოჯახის წევრები ტურისტული კომპანიის ხელმძღვანელების დასჯას ითხოვენ.

 

ამ თემაზე:

17 დაღუპული და სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოძახებიდან 2 საათში - ავარია შატილის გზაზე

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]