weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა

10:32 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მე-19 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია დღეს, მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, პაციენტს კორონავირუსი 19 აგვისტოს დაუდასტურდა და ის სახლში მკურნალობდა.

„ამ პაციენტს აღენიშნებოდა მენჯ-ბარძაყის სახსრის მოტეხილობა, იყო ჭარბწონიანი და ამ პრობლემების გამო ძალიან დატვირთული ფსიქო-ემოციური სფერო ჰქონდა. პაციენტის მეთვალყურეობა ხდებოდა ბინაზე, მას უვლიდა მისი და, ისიც კოვიდინფიცირებული. უშუალოდ მე მქონდა კომუნიკაცია პაციენტის დასთან და დღის განმავლობაში რამდენჯერმე ვსაუბრობდით. დაავადება ორივესთან მიმდინარეობდა მსუბუქად, თითქმის უსიმპტომოდ, მაგრამ განვითარდა ცხიმოვანი ემბოლია, როგორც ახასიათებს ასეთ მოტეხილობას და პაციენტი გარდაიცვალა ამ მიზეზის გამო. საბოლოოდ, პირველწყარო მაინც ლენჯერს უკავშირდება ამ შემთხვევაში“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

ბოლო 24 საათში ეს კორონავირუსით პაციენტის გარდაცვალების მეორე შემთხვევაა. 87 წლის პაციენტი გუშინ, მცხეთის სამედიცინო ცენტრში გარდაიცვალა.

დღეს, 25 აგვისტოს ქვეყანაში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 7005 ადამიანი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი - 255.

არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსით სულ 1429 ადამიანი დაავადდა, მათგან 1150 გამოჯანმრთელდა, ხოლო 19 გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]