weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საქართველოში ბავშვები მარტონი არიან ძალადობის პირისპირ – სახალხო დამცველი

21:49 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

სახალხო დამცველი თერჯოლის რაიონში 11 წლის ბავშვის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეს ეხმაურება და აცხადებს, რომ საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოში ბავშვები, ოჯახში თუ საჯარო სივრცეში, მარტონი არიან ძალადობის პირისპირ, რადგან: 

არ აქვთ ინფორმაცია, ვის მიმართონ და რა მოითხოვონ, რადგან სკოლაში ამას არავინ ასწავლით; 

არ აქვთ გარშემომყოფთა იმედი, რადგან ბავშვს არავინ უსმენს და კიდევ უფრო იშვიათად უჯერებს;

სოციალურ სამსახურს არა აქვს საკმარისი რესურსი, ხოლო სამართალდამცავ უწყებას ბავშვთა მიმართ ძალადობის პრევენციის კვალიფიკაცია და მგრძნობელობა;  

ბავშვზე ზრუნვისა და დაცვის სისტემა არსებითი გამოწვევების წინაშე დგას; 

არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების მხარდაჭერის ეფექტური სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა;  

არაერთი ინიციატივა ბავშვის უფლებების სწავლების თუ ოჯახში ძალადობისგან დაცვის მექანიზმების მხარდასაჭერად რელიგიური თუ ფსევდო პატრიოტული წინააღმდეგობების გამო ფერხდება.

ნინო ლომჯარიას განცხადებით, ხაზი უნდა გაესვას ყველა იმ პირის პასუხისმგებლობას, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე, არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში.

23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, 11 წლის ბიჭი საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ბავშვის მამა. მას ბრალად არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია. 

ოჯახის წევრები და მეზობლები მედიასთან ადასტურებენ, რომ მამა შვილზე ძალადობდა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სასჯელის სახით, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]