weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

ოჯახში 11 წლის ბავშვის მიმართ ძალადობაზე შეტყობინება არ შემოსულა – შსს

22:26 სამშაბათი, 25 აგვისტო 2020

შინაგან საქმეთა სამინისტრო თერჯოლის რაიონში 11 წლის ბავშვის სავარაუდო თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე განცხადებას ავრცელებს. სამინისტროს განმარტავს, რომ აღნიშნულ ოჯახში არასრულწლოვნის მიმართ ძალადობის თაობაზე განცხადება, ან შეტყობინება შსს-ში არ შესულა და შესაბამისად, პოლიციის მიერ ოჯახის არც ერთი წევრის მიმართ შემაკავებელი ორდერი გაცემული არ ყოფილა.

23 აგვისტოს, თერჯოლის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 11 წლის ბიჭი გარდაცვლილი იპოვეს. პოლიციამ იმავე დღეს დააკავა ბავშვის მამა. მას ბრალად არასრულწლოვნის თვითმკვლელობამდე მიყვანა ედება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მამა შვილზე სისტემატურად ძალადობდა, რამაც სავარაუდოდ არასრულწლოვანის თვითმკვლელობა გამოიწვია.

ოჯახის წევრები და მეზობლები მედიასთან ადასტურებენ, რომ მამა შვილზე ძალადობდა. ამასთან, ბავშვის ბებიამ განაცხადა, რომ „ოჯახში რაც ხდებოდა, ძალიან კარგად იცოდა პოლიციამ, იმიტომ რომ წლების განმავლობაში ათასჯერ მივიდა პოლიცია იმ ოჯახში“.

შსს-ს აცხადებს, რომ ოჯახში კონფლიქტთან დაკავშირებით პოლიციისთვის მიმართვა 2010 წელს ფიქსირდება, რაზეც მოხდა შესაბამისი რეაგირება, თუმცა სამართლებრივი პასუხისმგებლობა არცერთი პირის მიმართ არ დამდგარა. გარდა ამისა, შსს-ს ცნობით, 2014 წელს, ადგილი ჰქონდა ბრალდებულს და მის სიძეს შორის სიტყვიერ დაპირისპირებას, რაზეც პოლიციამ შესაბამისი ზომები მიიღო.

„კიდევ ერთხელ ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის პრიორიტეტია ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლა და მსხვერპლის ინტერესებზე მორგებული გამოძიების უზრუნველყოფა. გრძელდება მოძალადეთა მიმართ მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის გატარება“, – აცხადებს შინაგან საქმეთა სამინისტრო.

აღნიშნულ საქმეს გამოეხმაურა სახალხო დამცველი და დაასახელა ის გარემოებები, რომელთა გამოც საქართველოში მცხოვრები ბავშვები ოჯახსა და საჯარო სივრცეში ძალადობის პირისპირ მარტონი რჩებიან. ნინო ლომჯარია იმ პირების პასუხისმგებლობის საკითხსაც უსვამს ხაზს, ვინც იცოდა ბავშვის მიმართ ძალადობის შესახებ და არ დაიცვა, ან დატოვა ის მოძალადის ხელში.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 115 მუხლის პირველი ნაწილი მიმდინარეობს, რაც ოჯახური დანაშაულის ნიშნით თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს და სასჯელის სახით, 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შსს-ს ცნობით, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]