„მივიღეთ გადაწყვეტილება ბაღების გახსნასთან დაკავშირებით. როგორც მსოფლიო პრაქტიკა გვიჩვენებს, ეტაპობრივი მიდგომა მობილობის შესამცირებლად არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. როგორც ცნობილია, 15 სექტემბრიდან გაიხსნება სკოლები, შესაბამისად, ორი კვირის ინტერვალის შემდეგ, პირველი ოქტომბრიდან გახსნება საბავშვო ბაღები“, - განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა.
ხოჯევანიშვილის თქმით, ინტენსიურად მუშაობენ უმაღლეს სასწავლებლებთან და მათთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება ეტაპობრივად გახდება ცნობილი.