weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

გალში მცხოვრები კაცი სავარაუდოდ ზუგდიდში გადმოსვლის დროს ენგურში დაიხრჩო

17:07 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020
რადიო ათინათის ფოტო რადიო ათინათის ფოტო

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ორსანტიის ტერიტორიაზე მდინარე ენგურმა მამაკაცის ცხედარი გამორიყა. ადგილობრივ გამოცემა „ლაივპრესს“ მერის წარმომადგენლმა ელგუჯა ბოკუჩავამ უთხრა, რომ მამაკაცი 65 წლის იყო და გალის რაიონის სოფელ ოქუმში ცხოვრობდა.

„ცხედარი ადგილობრივებმა იპოვეს და შესაბამის სამსახურებს აცნობეს. მოსახლეობა ვარაუდობს, რომ ის გალის რაიონიდან აქეთ გადმოსვლას ცდილობდა, რა დროსაც წყალში დაიხრჩო“, – უთხრა „ლაივპრესს“ ბოკუჩავამ.

მამაკაცის ცხედარი გუშინ იპოვეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ 14 მარტს, კორონავირუსის პანდემიის მიზეზით ენგურის ხიდი ჩაკეტა და ამ პერიოდის განმავლობაში ოთხჯერ, რამდენიმე დღით გახსნა. „ლაივპრესის“ წერს, რომ გალელები იძულებული არიან, სამეგრელოში მოსახვედრად, რუსი სამხედროებისგან მალულად, ენგური გადმოცურონ.

გარდა იმისა, რომ ენგურის ხიდს პერიოდულად კეტავენ, დე ფაქტო ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 2017 წლის მარტიდან დახურულია ე. წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტი „ორსანტია-ოტობაია“, რაც საქართველოს ხელისუფლების შეფასებით, მიზნად ისახავს გადაადგილების და ადგილობრივ საზოგადოებებს შორის ინტერაქციის შეზღუდვას.

Livepress.ge

სამეგრელოს რეგიონის ახალი ამბების პორტალი. ინტერნეტგამოცემა livepress.ge მკითხველს აფხაზეთის ამბებსაც აცნობს. სააგენტო ინფორმაციას ქართულ, აფხაზურ და რუსულ ენებზე ავრცელებს. გამოცემას ააიპ „მედია ფონდი“ ამუშავებს.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]