weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ასპინძაში გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კაცი გაიტაცა და საფლავი გაათხრევინა

18:50 ოთხშაბათი, 26 აგვისტო 2020

ასპინძის რაიონის სოფელ ხიზაბავრაში მცხოვრები მანუჩარ მურადაშვილი ამბობს, რომ გამგებლის ყოფილმა წარმომადგენელმა კუკური პლაჭიაშვილმა და ამავე სოფელში მცხოვრებმა ირაკლი გოგალაძემ, რამდენიმე დღის წინ ის მანქანით გაიტაცეს, სცემეს და სასაფლაოზე საკუთარი საფლავის გათხრა აიძულეს.

შემთხვევა 22 აგვისტოს მოხდა. „სამხრეთის კარიბჭესთან“ ინტერვიუში მანუჩარ მურადაშვილი ყვება, რომ მას გამგებლის ყოფილი წარმომადგენლის სახლიდან 380 ლარის მოპარვას აბრალებდნენ და ქურდობის აღიარებას სთხოვდნენ. დაზარალებულის თქმით, სასაფლაოსკენ მიმავალ გზაზე, ავტომობილში სცემდნენ, რა დროსაც ყური დაუზიანდა და კბილი მოსტყდა. სასაფლაოზე მას ტანსაცმელი გახადეს, გაჩხრიკეს და საფლავი გაათხრევინეს.

„თან მირტყამდნენ და მეუბნებოდნენ, აღიარე რომ ფული მოიპარეო. მობილური ამოიღეს და გადაღება დაიწყეს. მითხრეს, ჩვენ რასაც გეტყვით, ის თქვი, შენ ხმა არ ამოიღოო. მე შემეშინდა და ვუპასუხე, მოვიპარე. მეშინოდა, რომ მომკლავდნენ. როცა მკითხეს, ფული სად არისო, ვუთხარი 20 ლარი დავხარჯე და დანარჩენი კი გახეული ჯიბიდან დავკარგე-მეთქი. მითხრეს, რამდენი იყოო ის ფული. არ ვიცოდი, რა მეპასუხა. მითხრეს, თუ არ გახსოვს, მაშინ ხვალ 590 ლარი მომიტანეო და გამომიშვეს“, - ამბობს მანუჩარ მურადაშვილი.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ფულის მიტანას დაპირდა, ნახევრადგათხრილი საფლავი მიწით ამოავსებინეს და სასაფლაოდან გაუშვეს.

პოლიციამ კუკური პლაჭიაშვილი და ირაკლი გოგალაძე 25 აგვისტოს დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

კუკური პლაჭიაშვილი ხიზაბავრაში გამგებლის წარმომადგენლად 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ წევრი იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]