weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

COVID-19-ის 11 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 40 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა

11:26 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში, კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელებულების რაოდენობა კი 40-ით გაიზარდა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას ინფორმაცით 11-დან ერთი პაციენტის ინფიცირების წყარო ლენჯერის კლასტერია, ექვსი პაციენტი უკვე დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტით დაინფიცირდა, ოთხი ახალი შემთხვევა შემოტანილია, საიდნაც ერთ შემთხვევაში ვირუსი სატვირთო ავტომანქანის მძღოლს დაუდასტურდა.

დღევანდელი მონაცემებით, კოვიდ-ცენტრებში 230 ადამიანი მკურნალობს. როგორც მარინა ეზუგბაიამ თქვა, რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში მყოფი 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმე, 17 პაციენტის კი მძიმე.

პანდემიის დაწყევიდან დღემდე საქართველოში COVID-19 1447 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 1190 უკვე გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებს მაჩვენებელი 82%-ია. კორონავირუსით ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 230.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]