weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს ცხედარი საქართველოში ჩამოასვენეს

18:06 კვირა, 06 აგვისტო 2017

ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დაღუპული უმცროსი სერჟანტის მდინარი ბებიაშვილის ცხედარი საქართველოში დღეს ჩამოასვენეს. გმირულად დაღუპული მშვიდობისმყოფელის გადმოსვენებასთან დაკავშირებით თბილისის სამთავრობო აეროპორტში სამგლოვიარო ცერემონიალი გაიმართა.

სამგლოვიარო ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრნენ. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში დაღუპულ გმირ სამხედროს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა იან კელიმ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ მიაგეს პატივი. აეროპორტში იმყოფებოდნენ მრავალეროვნულ სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი 2017“ მონაწილე ქართველი და ამერიკელი სამხედროებიც.

დაღუპული სამხედროს ცხედარს საქართველოში გადმოსვენებამდე პატივი ავღანეთშიც მიაგეს. ბაგრამის საავიაციო ბაზაზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის სამლოცველოში უმცროსი სერჟანტ მდინარი ბებიაშვილის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდის შემდეგ, სამგლოვიარო ცერემონია ბაგრამის აეროპორტში გაიმართა.

საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურე, უმცროსი სერჟანტი მდინარი ბებიაშვილი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე აპრილიდან ასრულებდა. ის 3 აგვისტოს, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთობლივი მოტორიზებული პატრულირებისას თავდასხმის შედეგად დაიღუპა.

25 წლის მდინარი ბებიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2010 წლიდან ირიცხებოდა. იგი სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონში ათეულის მეთაური იყო. უმცროსი სერჟანტი ბებიაშვილი ავღანეთში უსაფრთხოების ხელშეწყობის საერთაშორისო ძალების (ISAF) მისიაში ორჯერ - 2012 და 2014 წლებში მონაწილეობდა. მიღებული აქვს მედლები „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]