weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

რესტორანი „ზაზანოვა“ თიბისის მხარდაჭერით სტუმრებს ახალ მისამართზე ელოდება

14:47 ხუთშაბათი, 27 აგვისტო 2020

რესტორანი „ზაზანოვა“ სტუმრებს უკვე ორი თვეა ახალ მისამართზე იღებს. პოსტ-პანდემიის პერიოდში „ზაზანოვა“ თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრის ეზოში გადავიდა, თუმცა დროებით. თიბისის მხარდაჭერით სექტემბერში რესტორანს ახალი, მუდმივი მისამართი ექნება, სადაც „ზაზანოვა“ საქმიანობას უსაფრთხოების ყველა წესის გათვალისწინებით გააგრძელებს.

როგორც „ზაზანოვას“ დირექტორი მარინა სალუქვაძე აღნიშნავს, მარტიდან ივნისამდე რესტორანი დაკეტილი იყო, კომპანიამ ყველანაირი დანაზოგი თანამშრომელთა ანაზღაურებისაკენ მიმართა. რესტორანში 15 ადამიანია დასაქმებული, ამას ემატება ის მუსიკოსები, რომლებიც ყოველ საღამოს მოსულ სტუმრებს ცოცხალ შესრულებას სთავაზობენ.

„რთული პერიოდის მიუხედავად, რომელიც ყველამ გავიარეთ, მომავლის გეგმები ოპტიმისტური გვაქვს. ეს ალბათ, განპირობებულია იმ სიახლეებით, რასაც შევთავაზებთ მომხმარებელს. პირველ რიგში, ეს იქნება ახალი ლოკაცია, ახალი სივრცე, რომელსაც მალე შევატყობინებთ ყველას. რა თქმა უნდა, უცვლელი დარჩება ჩვენი მხარდაჭერა და სიყვარული კარგი, ცოცხალი მუსიკისადმი,“ - ამბობს „ზაზანოვას“ დირექტორი.

„ზაზანოვა“ უკვე 9 წელია არსებობს. როგორც მარინა სალუქვაძე ამბობს, სტუმრების 80 პროცენტი ქართველია, 20 პროცენტი კი უცხოელი. პოსტ-პანდემიის პერიოდში ქართველ მუსიკოსთა მხარდაჭერის მიზნით, „ზაზანოვამ“ ჯაზ-ფესტივალი დააარსა.

[R] თიბისი ბანკის ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]