ადგილზე სამაშველო სამსახურები იმყოფებიან, თუმცა ხევიდან ავტომობილის ამოყვანა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სოფელ უშგულში გამგებლის წარმომადგენლის ბესო ჩარქსელიანის თქმით, მაშველებმა მძღოლის ცხედარი ავტომობილში ვერ ნახეს.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.