weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ხევსურეთში მომხდარი ტრაგედიის გამო მსოფლიო პატრიარქი საქართველოს თანაგრძნობას უცხადებს

10:46 პარასკევი, 28 აგვისტო 2020

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ბართლომეოს პირველმა ხევსურეთში, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს სამძიმრის წერილი გამოუგზავნა.

წერილს საპატრიარქო აქვეყნებს:

„უწმიდესო და უნეტარესო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქო, მცხეთა–თბილისის მთვარეპისკოპოსო და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტო, ქრისტესმიერო უსაყვარლესო და სასურველო ძმაო და თანამსახურო ბატონო ილია, ძმური სიყვარულით ვეხვევი თქვენს უნეტარესობას და მოგახსენებთ.

დიდი მწუხარებით შევიტყეთ მასმედიის მეშვეობით მცხეთა-მთიანეთში მომხდარი უბედური ავარიის შესახებ, რის შედეგადაც ტრაგიკული სიკვდილით გარდაიცვალა ჩვიდმეტი ადამიანი, ხოლო სხვა გადარჩენილი ტრავმირებულები გადაყვანილ იქნენ საავადმყოფოში.

ლოცვით მოვაპყრობთ რა ჩვენს სულიერ მზერას თქვენი ყოვლად პატივცემული და დიდად საყვარელი უნეტარესობის, საქართველოს ღვთისმოსავი ერისა და მოძმე წმინდა ეკლესიის მიმართ, გამოვხატავთ მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად ჩემს ღრმა თანაგრძნობას და ვლოცულობთ თქვენთან ერთად, რომ უფალმა ღმერთმა მიანიჭოს შვება, უსამართლოდ გარდაცვლილ ჩვენს უდანაშაულო მოძმეთა სულებს.

შევთხოვთ უფალს ასხუროს ბალზამი ნუგეშისა მათი ოჯახების გულებს, და მთლიანად საქართველოს მგლოვიარე, მამაც და მოწამე ერს, რომელთანაც ჩვენი კონსტანტინეპოლის ეკლესიას აკავშირებს განსაკუთრებული სიყვარულისა და სოლიდარობის ძლიერი და უშრეტი კავშირი, მისცეს ზეციერი ნუგეში.

ყოველივე ამით, გემშვიდობებით, გეხვევით და გეამბორებით ქრისტესმიერი წმინდა ამბორით, უდიდესი პატივისცემითა და ძმური სიყვარულით.

თქვენი ქრისტესმიერი ძმა კონსტანტინეპოლის ბართოლომეოსი“.

23 აგვისტოს, ხევსურეთში, სოფელ ბისოსთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა და 3 მძიმედ დაშავდა. მიკროავტობუსი, რომლითაც ტურისტული კომპანია „თრეველერ ჯის“ მიერ ორგანიზებული ტურის მონაწილეები მგზავრობდნენ, კლდოვან ფერდობზე, დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან გადავარდა.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავტოავარიის მიზეზი. მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი შემთხვევას სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით იძიებს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]