„რვა ახალი შემთხვევიდან ორი პაციენტის ინფიცირების წყარო არის კორონავირუსით ინფიცირებულთან კონტაქტი, სამი შემთხვევა იმპორტირებულია და სამივე სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, სამი ინფიცირებულის შემთხვევაში გრძელდება კვლევა კონტაქტების მოძიების და წყაროს დადგენის მიზნით“, - განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე, კოვიდ-ცენტრებში 232 ინფიცირებული მკურნალობს. მათგან 4 კრიტიკულად მძიმე და 17 მძიმე პაციენტია.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1455 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 1195 (82%) უკვე გამოჯანმრთელებულია. გარდაიცვალა 19 პაციენტი.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმშია 5806 ადამიანი.