„ევროპული საქართველო“ აცხადებს, რომ მათი საარჩევნო პროგრამა პენსიებისა და სოციალურად დაუცველთა დახმარების ორჯერ გაზრდას ითვალისწინებს.
„მოსახლეობას როგორც აქ, ისე სხვა რეგიონებში, აწუხებს მძიმე სოციალური პრობლემები. ამის გამოსავალი არის ჩვენი საარჩევნო გეგმა, რომელიც ითვალისწინებს სოციალური დახმარებების გაზრდას და ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას, რაც იქნება გარდამტეხი, რათა ადამიანების ცხოვრება შეიცვალოს. „ევროპულ საქართველოს“ აქვს კონკრეტული გეგმა, თუ როგორც უნდა შემცირდეს უმუშევრობა და სიღარიბე, ხოლო ამ ცვლილებებზე გზა გადის ოქტომბრის არჩევნებზე“, – განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
თელავის, ახმეტის, ყვარლისა და ლაგოდეხის ოლქში „ქართული ოცნებიდან“ კახეთის ყოფილი გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი იყრის კენჭს, ხოლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, – გიორგი ბოტკოველი.