weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოში COVID-19-ის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

11:54 შაბათი, 29 აგვისტო 2020

ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა შვიდით გაიზარდა. ორი პაციენტის ინფიცირების წყარო ჯერჯერობით დადგენილი არ არის.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, სამი პაციენტი კოვიდ-ინფიცირებულთან კონტაქტის შედეგად დაავადდა, ორი შემთხვევა კი შემოტანილია.

„გამოჯანმრთელებულების რიცხვი არ შეცვლილა. კოვიდ-ცენტრებში დღევანდელი მონაცემებით მკურნალობს 239 დადასტურებული შემთხვევა. რეანიმაციულ და ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 4 კრიტიკულად მძიმე და 16 მძიმე პაციენტია“, – აღნიშნა ეზუგბაიამ.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსი 1462 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 1196 (82%) უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]