weather cur horoscope tv
აპრილი 19, 2024

მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა – მეუფე იაკობი

11:33 ორშაბათი, 31 აგვისტო 2020

ბოდბელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა სოფელ მაღაროს ეკლესიაში წირვის დასრულების შემდეგ მრევლს ქადაგებით მიმართა და მედია გააკრიტიკა. მისი თქმით, სასულიერო პირებს აბრალებენ, რომ არჩევნებში ერევიან.

„ყოველ წელს არჩევნებია. შეხედეთ ტელევიზიებს, წირვაზე ხელისუფლებიდან თუ მოვიდა ვინმე, პირკატა ეცემათ ხოლმე. თავისუფალი ტელევიზია საქართველოში არ ვიცი. აბსოლუტურად ყველა პარტიული ტელევიზიაა - სამთავრობო იქნება თუ არასამთავრობო, მნიშვნელობა არ აქვს. დაიწყებენ ხოლმე, რომ ხელისუფლების წევრები მივიდნენ, ან დეპუტატობა მივიდა და უკვე ეკლესია შეეკრა მათ, ფულს სთხოვენ, რაღაცებს სთხოვენ... ეს სირცხვილია. ესე იგი, ხალხმა საერთოდ არ უნდა იაროს ეკლესიაში? როდის ყოფილა, სად გინახივართ, რომ მე პარტიულ იმაზე ვესწრებოდი. არც გინახივართ და არც მნახავთ იმიტომ, რომ მე ჩემი არჩევანი მაქვს და ღმერთი მაქვს ამორჩეული.

სამწუხაროდ, ზოგიერთი პარტია სექტას ემსგავსება. კაცი თუ მოვიდა ჩემთან არ უნდა მივიღო? ეს არ არის არჩევნებში ჩარევა. არჩევნებში ჩარევა თუ მინდა, გამოვალ და ვიტყვი. ამიტომ, ჭკვიანად უნდა იყვნენ და ტყუილად ნუ გვაბრალებენ რაღაცას. ყველა ჩვენიანია, პოზიცია თუ ოპოზიცია, დამნაშავეა თუ არ არის დამნაშავე ყველა ჩვენი შვილია აბსოლუტურად.

ჩემთან ვინმე მოვიდა და ხელი ვკარი? ესეც მითხრან. კარგად გადახედონ ვინ უფრო მოდიოდა ხოლმე. ხელისუფლება შეიცვალა. ისინი მოდიოდნენ, დასჯის რომ ეშინოდათ, რა და მინდა გითხრათ, რომ ძალიან ბევრს, ვინც ვიცოდი, რომ სისხლში გასვრილი არ იყო წინა ხელისუფლებიდან, დავეხმარე. 5, 7 და მაქსიმუმ 10 კაცის გამო ყველა ხომ არ უნდა დაისაჯოს? პარტია უფრო დიდია თუ ქართველობა? ჩემი ქართველები არიან, საქართველოს შვილები არიან და ვინც არ უნდა მოვიდეს, აბსოლუტურად ყველას მივიღებ.

რაც უფრო მივდივართ არჩევნების ბოლოსკენ, მით უფრო ბევრს ლაპარაკობენ. იმ დღეს, რაღაც სიუჟეტში ჩამსვეს. ჩამსვან, გინების გარდა, მაგათგან ჩემზე სხვა არაფერი მესმის. თუ უნდათ, რომ ჩავერიო, ნახავენ, რომ ჩავერევი და არ მგონია, მაგათთვის სასიკეთოდ დამთავრდეს, ამიტომ ჭკვიანად იყვნენ და ნუ ეშინიათ, რაც ღმერთს უნდა, ის იქნება, ხალხი ვისაც აირჩევს, აირჩევს. თქვენ ბედნიერი ხალხი ხართ, არჩეული გყავთ ქრისტე და დადიხართ აქ. იქაც როდესაც მიბრძანედებით, თქვენს არჩევანს გააკეთებთ. მე როგორ უნდა გითხრათ, ვინმეს მიეცით ხმა, რა ჩემი საქმეა? ერთადერთი თავისუფლება, რაც კონსტიტუციით გაქვთ, ხმის თავისუფლებაა, არჩევანის თავისუფლება. სხვა ყველაფერს სახელმწიფოს გადასცემთ, ყველა სადამსჯელო ფუნქციას და არაფერი გრჩებათ. ადამიანებს, ვის აირჩევთ და ვის არა, თქვენი საქმეა. მე ვისაც არ ავირჩევ და როგორი საქციელი არ მომწონს, ყველამ კარგად იცის“, – განაცხადა მეუფე იაკობმა ქადაგებისას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]