მისივე თქმით, იმპორტირებული შემთხვევებიდან ორი სატვირთო ავტომობილის მძღოლია.
„გუშინდელი მონაცემებით იყო 1469 დადასტურებული შემთხვევა, დაგვემატა 18 შემთხვევა და ამჟამად არის 1487. 18 შემთხვევიდან შვიდი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, 11 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ორი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია. 19-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულების რიცხვი და გახდა 1240“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის კოვიდ-ცენტრებში 220 პაციენტი მკურნალობს.