ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, პანდემიის დაწყების შემდეგ საქართველოში კორონავირუსით სულ 1510 ადამიანი დაავადდა, რომელთაგან 1243 უკვე გამოჯანმრთელებულია. კორონავირუსის შედეგად გარდაიცვალა 19 პაციენტი.
დღეის მდგომარეობით, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5 828 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 232.