„მუშები თხილნარში მიდიოდნენ. ტრაქტორს უკანა საბურავი გაუსკდა, ძარის ქვეშ 52 წლის ქალი მოჰყვა და დაიღუპა. ნაწილი დაშავდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს“, – განაცხადა ანზორ შეროზიამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევა იმის მიერ, ვინც ამ სატრანსპორტო საშუალებას მართავს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.