weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქობულეთის მერიაში ქალმა თავის დაწვა სცადა

16:43 სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020
კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან კადრი აჭარის ტელევიზიის ვიდეომასალიდან

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალმა ბენზინი გადაისხა და თავის დაწვა სცადა. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ის ერთ-ერთია სტატისტიკის ყოფილ შენობაში შესახლებულებიდან, რომლებიც ფართების დაკანონებას ითხოვენ.

ქალს ბენზიანიანი ბოთლი და სანთებელა პოლიციის თანამშრომლებმა წაართვეს, რის შემდეგაც პოლიციის განყოფილებაში, გამოკითხვაზე გადაიყვანეს.

სტატისტიკის ყოფილ შენობაში შესახლებული 12 ოჯახი საცხოვრებლის დატოვებაზე უარს ამბობს და ფართის დაკანონების მოთხოვნით რამდენიმე თვეა პერიოდულად აქციებს მართავს. აღნიშნული შენობა აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ 615 ათას ლარად ჯემალ რომანაძეზე გაასხვისა. მოქალაქეები ამბობენ, რომ შენობის მიმართ ინტერესი ქობულეთის მერს, მირიან ქათამაძეს აქვს.

„ჩვენი საცხოვრებელი ფართი იყიდა, უსახლკაროდ დაგვტოვა, გვემუქრება გარეთ გამოყრით. გვითხრა, რომ არჩევნების შემდეგ შენობას დაანგრევს. 12 ოჯახი მცირეწლოვანი ბავშვებით უსახლკაროდ ვრჩებით“, – თქვა ქალმა, რომელმაც თავის დაწვა სცადა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერმა განაცხადა, რომ საცხოვრებელი ფართებით ოჯახების დაკმაყოფილების თაობაზე ინვესტორთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მირიან ქათამაძის თქმით, აქციები პოლიტიკურად მართულია.

„დღეს ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერია თითოეული ოჯახიდან ელოდა ზუსტ მონაცემებს, თუ რამდენ კვადრატულ მეტრ ფართს ფლობენ და ამის მიხედვით, პროპორციულად, როგორ უნდა დაკმაყოფილდეს ამ ოჯახების ინტერესი საცხოვრისთან დაკავშირებით. ამაზე ძალიან რეალური, აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ეს ადამიანები რჩებიან ამ შენობაში და ეს გადაწყვეტილება ძალიან მყარია“, – განაცხადა ქობულეთის მერმა.

სტატისტიკის ყოფილ შენობაში მცხოვრებლები აცხადებენ, რომ პროტესტს არ შეწყვეტენ: „თუ დროულად არ დაგვეხმარება ეს მთავრობა, ყველა იმაზე უარესს გააკეთებს, რაც დღეს მოხდა“.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]