weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

პროკურატურა თამარ ბაჩალიაშვილის მანქანის დათვალიერების შესახებ განცხადებას ავრცელებს

18:19 სამშაბათი, 01 სექტემბერი 2020

პროკურორ ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილისკუთვნილი ავტომანქანის დათვალიერების შედეგად ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ აღმოაჩინეს. ავტომანქანა კომპლექსური ექსპერტიზის ფარგლებში 31 აგვისტოს დაათვალიერეს და ამ პროცესში სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტები, „ჰიუნდაი აუტო საქართველოს“ წარმომადგენელი და ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მონაწილეობდნენ.

„გახსნა-დათვალიერების ფარგლებში დადგინდა, რომ თამარ ბაჩალიაშვილის კუთვნილი Hyundai Accent-ის მარკის ავტომანქანა აღჭურვილი იყო არაქარხნული წესით დამონტაჟებული ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების ფუნქციით, რაც იმართება ე.წ ,პულტით, დათვალიერებით სხვა დამატებითი ელექტრო მოწყობილობა ვერ იქნა აღმოჩენილი. ასევე დადასტურდა, რომ ავტომანქანის ცენტრალური საკეტის ჩაკეტვა-გაღების მოწყობილობა, სამუხრუჭე სისტემა და კონდიცირება გამართულად მუშაობდა.

გარდა ამისა, ავტომანქანის ვიზუალური და კომპიუტერული დათვალიერებით დადგინდა, რომ იგი არ არის აღჭურვილი GPS ან სხვა მსგავსი მოწყობილობით. ამასთან, ავტომანქანას არ აღმოაჩნდა მექანიკური დაზიანების კვალი, რაც გამოიწვევდა ზეთის ან ბენზინის დაღვრას და შესამჩნევი გახდებოდა, როგორც ადგილმდებარეობის, ასევე ავტომანქანის ვიზუალური დათვალიერებით. ამასთან, ექსპერტების მიერ, ადვოკატის მონაწილეობით, დათვალიერდა ავტომანქანის საბურავები, რის შედეგადაც ბუქსირების, გათრევის ან სხვა ხელოვნური ზემოქმედების კვალი ვერ იქნა აღმოჩენილი“, – განაცხადა პროკურორმა ლაშა კოტრიკაძემ.

მისივე თქმით, ავტომობილთან დაკავშირებული საქმისთვის მნიშვნელობის მქონე სხვა ინფორმაცია ექსპერტიზის დასრულების შემდგომ გახდება ცნობილი.

23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილიც ცხედარი 22 ივლისს, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე მისსავე ავტომობილში იპოვეს. ოჯახი და პოლიცია მას 18 ივლისიდან ეძებდა. ოჯახს და ადვოკატს ჰქონდათ ვერსია, რომ თამარ ბაჩალიაშვილი სხვა ადგილზე მოკლეს და ავტომობილი სოფელ მაწევანის ტერიტორიაზე მოგვიანებით გადაიტანეს.

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის 143-ე (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) და 115-ე (თვითმკვლელობამდე მიყვანა) მუხლებით მიმდინარეობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]